ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი სამი ნიმუშიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია 
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი სამი ნიმუშიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია 

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი სამი საკვლევი მასალიდან ყველა უარყოფითია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბოლნისის მერიაში განუცხადეს, ეპიდემიოლოგებმა იმ ქალბატონის ოჯახის წევრები შეამოწმეს „კოვიდ-19“-ზე, რომელსაც გუშინ ვირუსი დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით, ჯერობით ცნობილი არ არის ორწლინახევრის მოზარდის განმეორებითი კვლევის პასუხები, რომელიც დედასთან ერთად მარნეულის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდა. ბავშვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა პირველადმა ანალიზმა უარყოფითი აჩვენა.

გუშინ მარნეულში პედიატრიულ კლინიკაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის მკვიდრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.