ბოლნისის მერის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლნისის მერის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ინფიცირებულებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 21 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს. აქედან მხოლოდ ოთხი შემთხვევა დადასტურდა, დანარჩენი უარყოფითია.

ამასთან, მონაცემები ჯერჯერობით არ შეცვლილა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე, სადაც გუშინდელის მსგავსად, ინფიცირების 851 შემთხევაა აღრიცხული.