ბოლნისის იმ სოფლებში, სადაც ზომები გამკაცრდა, ადგილობრივების კვლევა მიმდინარეობს
ბოლნისის იმ სოფლებში, სადაც დილიდან ზომები გამკაცრდა, ადგილობრივების კვლევა მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც დღეს დილიდან ზომები გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება, დილიდან ეპიდემიოლოგები და მედიკოსები მუშაობენ. მიმდინარეობს ადგილობრივების კვლევა და კონტაქტების მოძიება.
„ვიღებთ ნიმუშებს, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სოფელ ხატისოფელში, ასევე მეორე ჯგუფი მუშაობს სოფელ მუშევანში, ისიც ჩაკეტილი ზონაა, დღის პირველ ნახევარში ოთხ საათამდე მიმდინარეობდა მუშაობა ქალაქ ბოლნისში, ასევე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან ნიმუშების აღება და კონტაქტების მოძიება. ამ დროისთვის კი მუშაობენ სოფელ სავანეთში, იცით, რომ იქაც არის ჩაკეტილი ზონა და გვაქვს დადასტურებული შემთხვევები, მიმდინარეობს კონტაქტებიდან ნიმუშების აღება, მოძიება და იზოლაცია. საკარანტინო ზონებში გადასაყვანი პირების შეკრება, გადასაყვანად“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა.
მისივე განცხადებით ადგილობრივების გამოკვლევის მიზანი შესაძლო კონტაქტებისა და შემთხვევების დროული გამოკვლევა და დადგენაა.