ბოლნისიდან გაგზავნილი 11 პირის საკვლევი ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გუშინ საღამოს გაგზავნილი იყო 11 პირის ბიოლოგიური ნიმუში, კორონავირუსის ინფექცია არც ერთთან არ დადასტურდა.
11-ივე პირის ნიმუში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები იყვნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 107 დადასტურებული შემთხვევაა დადგენილი, მათგან ცხრა გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.