ბოლივიაში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

23:55, 08.12.2025

ბოლივიაში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლივიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ, კოჩაბამბას რეგიონში მომხდარი შეტაკებების შედეგად, დაღუპულების გარდა, არიან დაშავებულებიც. როგორც ცნობილია დაზიანება, სულ მცირე, ათმა ადამიანმა მიიღო.

12 დღის განმავლობაში აქტივისტები ბლოკავდნენ ნაგავსაყრელთან მისასვლელს. ბლოკადის მოსახსნელად მისულ სამართალდამცველებს კი დემონსტრანტებმა პიროტექნიკა ესროლეს, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოქალაქეები ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე საუბრობდნენ, რის შემდეგაც ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღეს.

მსგავსი