ბოგდან აურესკუ - რუმინეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან
ბოგდან აურესკუ - რუმინეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია, ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან

რუმინეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, მათ შორის კითხვარის მომზადების პერიოდში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი, ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ამასთან, მისივე თქმით, სამივე ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის არა პროცესის დასასრული, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი და ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის.

„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ინდივიდუალურად, პროცესში ჩართული ყველა ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება, რომ გაჰყვეს ამ გზას და შეასრულოს. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს იმპულსი არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.