ბოგდან აურესკუ - კითხვარების გადაცემა არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, რუმინეთი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია
ბოგდან აურესკუ - კითხვარების გადაცემა არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, რუმინეთი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოგდან აურესკუს შეფასებით, მოლდოვასა და საქართველოსთვის კითხვარის გადაცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, რუმინეთი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია.

„გასულ კვირას ბერლინში მქონდა განხილვები ჩემს კოლეგასთან მოლდოვიდან, ნიკო პოპესკუსთან. მან მთხოვა ამ პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენა, ამ კითხვარის შევსების პროცესში დახმარება. რუმინეთი მზად არის ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად და როგორც იცით, რუმინეთი არის საკმაოდ მტკიცე მხარდამჭერი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის. ჩვენ გავუწევთ დახმარებას, რათა ეს პროცესი იყოს იმდენად მოსახერხებელი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ კითხვარის პასუხები წარმოდგენილი იყოს მალე, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვით, რა არის ამ პროცესის საბოლოო ვადა. როგორც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილებიდან ვიცით, ეს პროცესი მოითხოვს ძალიან გულმოდგინე მუშაობას ყველა საკითხზე. რუმინეთი არის ძლიერი მხარდამჭერი ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების და მოხარული ვარ, რომ დღეს მოლდოვა და საქართველო მიიღებენ კითხვარებს“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს დღეს გადასცემს.

როგორც ევროკომისარმა განაცხადა, პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ.