ბოგდან აურესკუ - ევროკომისიის შეფასებაზე მსჯელობა წინასწარ არ შეგვიძლია, ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება დავალებას, გადადგას საჭირო ნაბიჯები რეკომენდაციების საპასუხოდ
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან აურესკუს განცხადებით, იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება დავალებას, რომ განახორციელოს საჭირო ნაბიჯები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების საპასუხოდ.
მისივე თქმით, ასევე იმედოვნებს, ევროკომისიის შეფასება იქნება საგზაო რუკა სამომავლო რეფორმებისთვის და იმ შეფასების მისაღებად, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.
„რასაკვირველია, წინასწარ არ შეგვიძლია ევროკომისიის იმ შეფასებაზე მსჯელობა, რომელიც გამოქვეყნდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება დავალებას, რომ განახორციელოს საჭირო ნაბიჯები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების საპასუხოდ. იმედი მაქვს, ეს შეფასება იქნება დამხმარე, გარკვეულწილად, საგზაო რუკა სამომავლო რეფორმებისთვის და იმ შეფასების მისაღებად, როგორც ეს მოხდა სხვა ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში“, – აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.