ბოდრუმთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა
ბოდრუმთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან, ბოდრუმთან, სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით მიგრანტების ნავი ჩაიძირა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მაშველებმა ბორტზე მყოფი 17 პირის გადარჩენა შეძლეს, კიდევ სამმა ნაპირამდე მიღწევა თავად მოახერხა, თუმცა ორი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

მიგრანტების ეროვნება ჯერ უცნობია.