საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
„ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.