ბოდბეში საზეიმო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს. ბოდბეში ჩავიდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.
ამასთან, საზეიმო ლიტურგიაზე დილიდან იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პირველ წირვას ახალ ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.