მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. როგორც გაზეთმა Bild-მა გაარკვია, ფეხბურთელის მონაწილეობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ჯერომ ბოატენგმა ტრავმა „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისას მიიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, ბარძაყის ტრავმის გამო, გერმანელი ოთხიდან ექვს კვირამდე გამოტოვებს.
„რეალისა“ და „ბაიერნის“ განმეორებითი მატჩი სამშაბათს, პირველ მაისს გაიმართება. მადრიდელებს ტრავმების გამო გამოაკლდებათ ისკო და დანიელ კარვახალი.