ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარის ღირებულება 3 ლარს ქვევით ფიქსირდება
ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა. სავალუტო ბაზარზე კი, დოლარი 2.97-2.99 ლარის ფარგლებშია.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ეროვნული ვალუტა სტაბილურად მყარდება. 16 მარტის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ასეთი კურსი პირველად აღინიშნა.
ლარის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი კი, 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც დოლარის ღირებულებამ 3.5 ლარი შეადგინა.