„ბლუმბერგის“ ცნობით, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის დახმარების ბლოკირებას, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას განიხილავენ
„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას განიხილავენ, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის დახმარების ბლოკირებას.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, უკრაინის დახმარების პაკეტი პირველ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე დაამტკიცონ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება უნგრეთს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თუ გააგრძელებს უკრაინის დახმარების ბლოკირებას, მაშინ არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღონ და ამ სცენარისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
სათადარიგო ვარიანტად კი განხილება, უკრაინის დაფინანსება არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ წევრი ქვეყნების მიერ. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის საჯარიმო ზომების დაწესებას, რასაც, შესაძლოა, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაც კი მოჰყვეს.
ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს, შესაძლოა, მოჰყვეს უფრო დიდი კონფრონტაცია, რადგანაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკვე თქვა, რომ უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის წინააღმდეგია.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების ბლოკირება, შესაძლოა, შეწყდეს, თუ დაფინანსების საკითხი ყოველწიურად გადაიხედება.