„ბლუმბერგის“ ცნობით, ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის სამართლებრივი მექანიზმის წარდგენას გეგმავს
„ბლუმბერგის“ ცნობით, ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის სამართლებრივი მექანიზმის წარდგენას გეგმავს

ესტონეთი აპირებს, იანვრის ბოლოს წარადგინოს სამართლებრივი გეგმა რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემისთვის. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დეკემბრის ბოლოს ესტონეთის მთავრობამ დაავალა სამინისტროებს, შეიმუშაონ რუსული აქტივების ჩამორთმევის გეგმა. შესაბამისი სამართლებრივი ინიციატივა იანვრის ბოლოს უნდა წარადგინონ.

ესტონეთს 20 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები აქვს გაყინული. აღსანიშნავია, რომ ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციის მექანიზმის წარდგენას მანამდე გეგმავს, ვიდრე ევროკომისია შეიმუშავებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის ცენტრალური ბანკის ბლოკირებული რეზერვებისა და სანქცირებული რუსი ფიზიკური პირების გაყინული მილიარდიანი აქტივების განკარგვა.