„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. ჟურნალისტების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდვების პაკეტზე მუშაობს, რომელიც ანკარას წინააღმდეგ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ეს-400-ების შეძენის გამო ამოქმედდება.
ანონიმურმა წყარომ „ბლუმბერგს“ უთხრა, რომ სანქციებს თურქეთის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
ამასთან, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ სფეროებს შეეხება შეზღუდვები.
შეგახსენებთ, აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას რუსეთისგან აღნიშნული შეიარაღების შეძენაზე, თუმცა ანკარამ ეს-400-ები მაინც შეისყიდა.