„ბლუმბერგი“ - თურქეთმა რუსეთთან „მარცვლეულის დერეფნის“ მოქმედების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთმა რუსეთთან „მარცვლეულის დერეფნის“ მოქმედების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან რუსეთის ცალმხრივი გასვლის მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ გემები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს სტამბოლს, შემოწმდება, მაგრამ უკრაინიდან მარცვლეულის გემები ამ დროისთვის არ გავლენ.
რუსეთმა „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილე 218 გემის მოძრაობა დაბლოკა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 95 მათგანი დატვირთულია და უკვე დატოვა უკრაინის პორტები.
29 ოქტომბერს რუსებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ მონაწილეობას „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებების განხორციელებაში, ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემების წინააღმდეგ „ტერორისტული აქტის“ გამო.