„ბლუმბერგი“ - სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლის საკითხზე შიდა დებატები დაიწყო, რათა პუტინის ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს
სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, „აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა“ რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლის საკითხზე შიდა დებატები დაიწყო, რათა ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ოთხდღიანი კონსლუტაციების დროს დისკუსიის მთავარი თემა რომის სტატუტიდან გასვლა და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი იქნება, რაც ავალდებულებს ქვეყანას, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ ის ჩავა აგვისტოში დაგეგმილ სამიტზე.
ჰააგის სასამართლომ 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.