„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობი აშშ-ში ​ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის
„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობი აშშ-ში ​ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის

რუსული ნავთობი აშშ-ში ​ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

მედიის ცნობით, ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, სანქციების მიუხედავად, ბაჰამის კუნძულებზე 10 000 ბარელი რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მორგან ბატერფილდის თქმით, „ნავთობი, რომელიც უილმინგტონში, დელავერის შტატში ნოემბერში ჩავიდა, არ არღვევდა აშშ-ის სანქციებს, რადგან ის რუსეთიდან ბაჰამის კუნძულებზე ექსპორტირებული იყო 2022 წლის 8 მარტამდე, ვიდრე სანქციები ამოქმედდა“.

„ტერმინალებში რუსული ნავთობი ამერიკაში იმპორტამდე სხვა ქვეყნის ნავთობთან ერთად იყო შერეული“, – განაცხადა მორგან ბატერფილდმა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აღსანიშნავია, რომ ტვირთი მივიდა PBF Energy Inc-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ქალაქ დელავერში. იმპორტიორმა განმარტა, რომ ჩასული ნავთობის ნაწილი იყო რუსული წარმომავლობის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენელმა, მაიკლ კარლოვიჩმა განაცხადა, რომ ტვირთი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეესაბამება.