„ბლუმბერგი” - პოლონეთი ევროკავშირს უკრაინული მარცვლეულის ბალტიის ზღვის პორტების გავლით ექსპორტში დახმარებას სთხოვს
პოლონეთი ევროკავშირს უკრაინული მარცვლეულის ბალტიის ზღვის პორტების გავლით ექსპორტში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ „ბლუმბერგი” წერს.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს ბალტიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გაზრდას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის.
ტელუსის თქმით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი პოლონეთის პორტებით ივნისში 260 000 ტონამდე გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან რუსეთი უახლოეს მომავალში, ნაკლებად სავარაუდოა, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას”.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას და ჩვენ გვესმის ეს. ვფიქრობთ პორტების აშენებაზე, რომლებიც დაეთმობა ექსკლუზიურად მარცვლეულის ტრანსპორტირებას, ეგრეთ წოდებულ აგროპორტებს,“ – განაცხადა ტელუსმა.
ამავდროულად, პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ზღვაზე ტერმინალები ალტერნატივაა, „ტვირთის დიდი ნაწილი მაინც სამხრეთის პორტებით გაივლის“.
შეგახსენებთ, 17 ივლისს რუსეთმა შეაჩერა „მარცვლეულის შეთანხმება“ და დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, გააგრძელონ ინიციატივა რუსეთის მონაწილეობის გარეშე.