„ბლუმბერგი“ - ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება
ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მომავალი წლიდან გერმანიაში მეგავატ-საათის ელექტროენერგიის ღირებულება 477,5 ევრო იქნება. ეს შარშანდელთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში დენის ტარიფი გერმანიაში თითქმის გაორმაგდა.
ენერგორესურსებზე ფასების ზრდას იწვევს მზარდი შიში იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ ვერა ევროპა, ბუნებრივი აირის შეზღუდული მარაგით დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები ზამთრის პერიოდში. ამას გარდა, ბაზარზე ზეწოლას ახდენს ძლიერი გვალვა, რაც ინფრასტრუქტურის დამატებით დატვირთვას იწვევს.
ელექტროენერგიაზე ფასები ინფლაციის სტიმულირებას ახდენს, რის გამოც იზრდება სამომხმარებლო ფასები.