„ბლუმბერგი“ - მოსკოვი აშშ-ს „სიგნალს უგზავნის“ უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ
მოსკოვი „სიგნალს უგზავნის“ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულ ორ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რუსეთი, შესაძლოა, ღია იყოს უკრაინის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებისთვის და გააუქმოს ძირითადი მოთხოვნები, როგორებიცაა ნეიტრალური სტატუსი და ნატო-ში გაწევრიანებისადმი წინააღმდეგობა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, პუტინი ამოწმებს მდგომარეობას იმის დასანახად, მზად არის თუ არა ვაშინგტონი მოლაპარაკებებისთვის და არაპირდაპირი არხებით დაუკავშირდა შეერთებულ შტატებს.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას.