„ბლუმბერგი“ - გერმანიის მმართველი კოალიცია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებასა და რვა მილიარდ ევრომდე გაზრდაზე შეთანხმდა
„ბლუმბერგი“ - გერმანიის მმართველი კოალიცია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებასა და რვა მილიარდ ევრომდე გაზრდაზე შეთანხმდა

გერმანიის მმართველი კოალიცია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებასა და რვა მილიარდ ევრომდე გაზრდაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული გეგმის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გერმანის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ორ პროცენტს გადააჭარბებს, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ დაპირებული მაჩვენებელია.

როგორც „ბლუმბერგისთვის“ გახდა ცნობილი, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და მწვანეთა პარტია სამხედრო ხარჯების გაზრდაზე 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას შეთანხმდნენ.