„ბლუმბერგი“ - ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს. ამის შესახებ ბლუმბერგი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინას გარკვეულ პირობებს წაუყენებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. რაც შეეხება უკრაინისთვის ამ სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან დანია და ნიდერლანდები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა მზად არ არის.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, იტალია მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის უპირობოდ გადაცემას, ხოლო გერმანია გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს.