„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესრულდეს
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესრულდეს

ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესრულდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე კვირაში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის დიპლომატებს აცნობა, რომ დაპირება მითითებულ ვადაში ვერ შესრულდება.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამ დროისთვის უკრაინისთვის დაპირებული საბრძოლო მასალის დაახლოებით 30 პროცენტი არის გადატანილი.

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ამ კვირაში შეხვედრების დროს აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება კიდევ უფრო უსვამს ხაზს ევროკავშირის მეტად ეფექტიანობის აუცილებლობას.