„ბლუმბერგი“ - დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, შეამციროს ჩინეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ქვეყანაში შესვლა დიპლომატიური ან საქმიანი მიზნით სურთ
დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, შეამციროს ჩინეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ქვეყანაში შესვლა დიპლომატიური ან საქმიანი მიზნით სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის მინისტრები და უშიშროების სამსახური განიხილავენ სასაზღვრო წესების გადახედვას, რომელიც გაამკაცრებს მაღალჩინოსნების მიერ სავიზო რეჟიმის გვერდის ავლით ქვეყანაში შესვლას.
„ბლუმბერგს“ ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ დიპლომატები და საქმიანი ვიზიტის ფარგლებში მყოფი პირები, ძირითადად, ჩვეულებრივ სავიზო შემოწმებას არ გადიან და სწორედ ამას იყენებენ სხვა ქვეყნები ბოროტად, მათ შორის, ჯაშუშების შეშვების მიზნით.
სასაზღვრო წესების გამკაცრების მიზანია, ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა წარმოადგინონ უფრო მეტი დეტალი და მეტი დრო დაუთმონ შემოწმებებს.