„ბლუმბერგი“ - ჩინეთის შემდეგ ინდოეთი რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების სიდიდით მეორე მიმწოდებელი გახდა
ინდოეთი, ჩინეთის შემდეგ, რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების სიდიდით მეორე მიმწოდებელი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
მედიასაშუალების ცნობით, ინდოეთიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის, მიკროჩიპებისა და დანადგარების ექსპორტმა 2024 წლის აპრილსა და მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ამავე წლის წინა თვეებთან შედარებით თითქმის, გაორმაგებული მაჩვენებელია, ხოლო ივლისში ექსპორტის მოცულობამ 95 მილიონ დოლარს მიაღწია.
საერთო ჯამში რუსეთი ინდოეთისგან თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საიდუმლო ტექნოლოგიების დაახლოებით, მეხუთედ ნაწილს იღებს.
ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ინდოელი მაღალჩინოსნები ფაქტობრივად არ რეაგირებენ დასავლური ქვეყნების ელჩების კითხვებზე, რუსეთთან სამხედრო – ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.