„ბლუმბერგი“ - ჩინეთი და რუსეთი „შაჰედის“ მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნაზე მუშაობენ
ჩინეთი და რუსეთი „შაჰედის“ მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნაზე მუშაობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სააგენტო ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი ავითარებს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის მსგავს დრონს, სახელწოდებით Sunflower 200.
სტატიის თანახმად, კომპანიებმა დრონების შექმნის შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს გამართეს, ხოლო წელს შექმნილი ვერსიის შემუშავება და ტესტირება დაიწყეს. „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, ჩინური დრონები უკრაინაში ჯერ არ გამოუყენებიათ.
საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შეფასებით, ჩინეთი კარგად დაფიქრდება, ვიდრე რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს გაუგზავნის.