„ბლუმბერგი“ - ჩეხეთი გაზს რუსეთიდან სლოვაკეთის გავლით იღებს
„ბლუმბერგი“ - ჩეხეთი გაზს რუსეთიდან სლოვაკეთის გავლით იღებს

ჩეხეთი, რომელმაც 2023 წლის ზაფხულში გამოაცხადა, რომ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის მიღება, ახლა გაზს რუსეთიდან სლოვაკეთის გავლით იღებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც ცნობილია, ჩეხეთს „გაზპრომთან“ არ აქვს ხელშეკრულება დადებული, თუმცა მეზობელი სლოვაკეთიდან მიწოდება გასული წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

ჩეხური კომპანიის, Net4Gas-ის მონაცემებით, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი გაზის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში აღმოსავლეთიდან შემოდის, ამ კვარტალში დაახლოებით 74%-მდე გაიზარდა. მცირე ნაწილი გაივლის ქვეყანას გერმანიისა და პოლონეთის მიმართულებით.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები, ბოლო ორი წელია, ცდილობენ, თავი დააღწიონ რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას, ზოგიერთ ქვეყანას მაინც უწევს რუსულ გაზზე დაბრუნება, რადგან ბაზარზე სხვა იაფი ალტერნატივა არ აქვთ.