„ბლუმბერგი“ - აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ანონიმურმა წყარომ განაცხადა, „ბრედლის“ საბრძოლო მანქანები უკრაინელი სამხედროების სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობებს გაზრდიან.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ და უკრაინა უკვე განიხილავენ სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.