„ბლუმბერგი“ - 2023 წელს რუსეთმა ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპები შეიძინა
2023 წელს რუსეთმა ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
„ბლუმბერგის“ მიერ რუსეთის საბაჟო სამსახურისგან მოპოვებული მონაცემების თანახმად, „იმპორტირებული ნახევარგამტარებისა და ინტეგრირებული სქემების ნახევარზე მეტი 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ იყო წარმოებული. ამ კომპანიებს შორის არიან: Intel Corp, Advanced Micro Devices, Analog Devices Inc, Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV, NXP Semiconductors NV.
გამოცემის მიხედვით, არ არსებობს ვარაუდი, რომ კომპანიებმა დაარღვიეს სანქციების კანონები და მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, ვინ გაიტანა ტექნოლოგიები რუსეთში, საიდან გაიგზავნა და როდის წარმოიქმნა საქონელი. კომპანიებმა განაცხადეს, რომ სრულად ასრულებენ სანქციების მოთხოვნებს, შეწყვიტეს ოპერირება რუსეთში ომის დაწყებისას და დანერგეს პროცესები და პოლიტიკა სანქციებთან შესაბამისობის მიხედვით. ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, განაგრძოს საბრძოლო ტანკებისა და სხვა იარაღის, მათ შორის რაკეტების წარმოება. ტექნოლოგიების უმეტესი ნაწილი რუსეთს აღწევს რეექსპორტის გზით მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ევროკავშირი ამჟამად მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე და რამდენიმე წევრი ქვეყანა უბიძგებს ბლოკს, მეტი გააკეთოს მესამე ქვეყნებში არსებული კომპანიებისა და ბლოკის შიგნით მიმდინარე სავაჭრო ოპერაციების შესაჩერებლად.
იანვრის დასაწყისში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ისწავლა დასავლეთის სანქციების გვერდის ავლა.