Bloomberg-ი - ტერეზა მეი ევროკავშირის სამიტზე ევროპელ ლიდერებს რუსული საფრთხის შესახებ გააფრთხილებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირის სამიტზე ევროპელ ლიდერებს რუსული საფრთხის შესახებ გააფრთხილებს და შეეცდება, ისინი ერთობლივი ქმედების აუცილებლობაში დაარწმუნოს, – ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერს სურს, რომ რუსი დიპლომატები ევროპის ყველა ქვეყნიდან გააძევონ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს, ლონდონმა მოსკოვთან მაღალი დონის კონტაქტი შეწყვიტა, გაუქმდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი.
ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთს ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის, იულია სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.