Bloomberg - მუამარ კადაფის შვილმა რუსეთის მთავრობას ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა თხოვა
მუამარ კადაფის შვილმა რუსეთის მთავრობას ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას Bloomberg -ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და საიფ კადაფს შორის კონტაქტი შედგა.
ლიბიაში მომავალ წელს ეროვნული არჩევნებია დანიშნული, რომელში მონაწილეობის მიღების უფლება კადაფის მემკვიდრესაც აქვს. 2011 წლიდან მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ეძებს.
უმცროსი კადაფი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. კადაფის შვილი 2011 წელს დააკავეს, თუმცა მას მალევე შეეხო ამნისტია. მისი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.