Bloomberg - მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახის ქონება 151 მილიარდი დოლარია
Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახის ქონება 151 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში სულ 25 ოჯახი მოხვდა. ნუსხაში პირველი სუპერმარკეტების ქსელ Wallmart-ის მფლობელი უოლტონების ოჯახია. მათ ქონების საერთო ღირებულება 151 მილიარდი დოლარია.
მეორე ადგილზე არიან ნავთობმაგნატები დევიდ და ჩარლზ კოხები, მათი ქონების ღირებულება 98,7 მილიარდია. მესამეზეა მარსის ოჯახი, რომელთა მფლობელობაშია კორპორაცია Mars-ი. ის ცნობილია ამავე სახელწოდების შოკოლადის ბატონის გამოშვებით. მარსის ოჯახის ქონება 89,7 მილიარდი დოლარია.
ნუსხაში ასევე მოხვდა ბელგიელების სამი ოჯახი – ვან დამი, სპულბერხი, და დე მივიუსი, რომლებიც ერთობლივად ფლობენ უმსხვილესი ლუდსახარში Anheuser-Busch INBEV-ის აქციებს. ისინი სიაში მეოთხე ადგილზე არიან და მათ ქონებას ექსპერტები 54,1 მილიარდ დოლარად აფასებენ.
მეხუთე აღმოჩნდა ფრანგი დიუმების ოჯახი, რომლებსაც მოდის სახლი Hermes-ს ეკუთვნით. მათ საერთო ჯამში 49,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება აღმოაჩნდათ.
მეექვსე ადგილზე არიან მოდის სახლ Chanel-ის მფლობელი ძმები ალან და ჟერარ ვერეიმერები.
ყველაზე მდიდარი ოჯახები სიაში ასევე არის ამბანის ოჯახი ინდოეთიდან, რომელიც სამრეწველო კომპანია Reliance Industries-ის ფლობს. ასევე კონცერნ BMW-ს მფლობელი კვანდტების ოჯახი.
მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის ქონების საერთო ღირებულება ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.