სომხეთის პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ბლოკ „წარუკიანის“ ფრაქციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაში თავად გაგიკ წარუკიანი არ მონაწილეობდა, თუმცა დასრულების შემდეგ მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევნებში ერთხმად დაუჭერენ მხარს ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას.
შეგახსენებთ, დღეს ფრაქცია „ელქმა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა. ხვალ კი სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნებია დაგეგმილი.