„ბლექ სი არენაზე“ , შეკვეთილში „ჩხიკვთა ქორწილის“ საიუბილეო წარმოდგენა გაიმართება
შეკვეთილში, 28 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილს“ უმასპინძლებს.
ანსამბლი „ივერია“ მიუზიკლს ახალი რედაქციით წარმოადგენს. წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“ საიუბილეო დადგმაა და ეძღვნება ანსამბლის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.
თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის შემსრულებლებიც. სპექტაკლში 37 მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.