შეკვეთილში, „ბლექ სი არენის“ სცენაზე ბრიტანული მუსიკალური პროექტის – Jungle-ის კონცერტი გაიმართა.
„ჩვენ პირველად ვართ საქართველოში და პირობას გაძლევთ, რომ დავბრუნდებით”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მსმენელს Jungle.
„Jungle ლონდონში ბაზირებულმა მუსიკოსებმა, Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს. ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტმა პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin-ი 2014 წლის აპრილში გამოსცა. Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების შემოქმედება მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში, რამაც განაპირობა 2015 წელს მათი მონაწილეობა ყველასთვის ცნობილ ბრიტანულ ფესტივალზე – Glastonbury-ზე. მას შემდეგ ჯგუფი აქტიურად გვხვდება მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებში. სულ ბოლოს ისინი აშშ-ში, Coachella-ს ფესტივლაზე ვიხილეთ. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალობას.
უკვე მეორე წელია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.
Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგავარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: Bruno Mars; Imagine Dragons; Damian Lazarus; All day I Dream“,- აღნიშნულია „ბლექ სი არენის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.