„ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო.
შეკვეთილში მდებარე სცენაზე მსმენელის წინაშე ერთობლივი კონცერტით წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები საქართველოდან და უცხოეთიდან.
„ჩვენს ქვეყანაში წელს მესამედ იმართება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში აღიარებული უძველესი ქართული პოლიფონიის დაცვას, ქართული ფოლკლორის, ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია-შენარჩუნებას“, – განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ.
ფესტივალი „ბლექ სი არენადან“ რაჭაში გადაინაცვლებს.