„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „შვიდკაცა“ ამერიკულ ვოკალურ ჯგუფ Take 6-თან ერთად კონცერტს მართავს
„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „შვიდკაცა“ ამერიკულ ვოკალურ ჯგუფ Take 6-თან ერთად კონცერტს მართავს

„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „შვიდკაცა“ რვა „გრემის” მფლობელ ამერიკულ ვოკალურ სექსტეტთან ერთად კონცერტს მართავს. Take 6 საქართველოს „ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ეწვია.

ორივე ჯგუფი საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერებს ორკესტრთან ერთად ასრულებს.

კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, „ბლექ სი არენაზე“ მისულ სტუმრებს მუსიკალური სიურპრიზები ელით. მათივე თქმით, „შვიდკაცა“ დღევანდელი კონცერტისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ანსამბლი 20-წლიან მოღვაწეობას აღნიშნავს.