„ბლექ სი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მსვლელობას მართავენ
შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ისინი ტრანსფარანტებითა და შეძახილებით სასტუმრო ,,პარაგრაფისკენ“ მსვლელობას აწყობენ, სადაც როგორც თავად ამბობენ, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
,,ერთი თვე გავიდა, რაც გიორგი გახარიამ თვალები დათხარა ახალგაზრდებს. დაარბიეს აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი და ცხოველებზე სასროლი საშინელი ტყვიებით დაასახიჩრეს საკუთარი მოქალაქეები, თუმცა, გახარია ისევ მინისტრია.
კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ იმ სისაძაგლეს, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ და კვლავ მოვითხოვთ გახარიას გადადგომას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ.