„ბლექ სი არენას“ ეზოს ფრონტ სთეიჯმა ფრანგულ პოპ ბენდ L'Impératrice-ს უმასპინძლა
შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ ეზომ ფრანგულ პოპ ბენდ L’Impératrice-ს უმასპინძლა. სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი შოუ განსხვავებულ გარემოში, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ბლექ სი არენას“ ფრონტ სთეიჯზე დახვდათ.
2012 წელს დაფუძნებული ბენდი L’Impératrice თანამედროვე დისკოსა და ფრანგულ პოპს აერთიანებს. მან მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა, საქართველოს კი პირველად სტუმრობს.
ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში L’Impératrice-მა უკვე ორი ალბომი და რამდენიმე მინიალბომი ჩაწერა.
ბენდის ბოლო ნამუშევარი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ ამ ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვია ბენდი საქართველოს.