„ბლექ სი არენა“ დღეს ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს უმასპინძლებს
დღეს „ბლექ სი არენა“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს უმასპინძლებს.
კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი – კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.