„ბიზნესპარტნიორი“ ერთი წლისაა

„ბიზნესპარტნიორი“ ერთი წლისაა. პირველად პროექტი საქართველოს პირველ არხზე ზუსტად ერთი წლის წინ გავიდა და უკვე მეორე სატელევიზიო სეზონია, ის პირველი არხის საეთერო ბადეშია. „ბიზნესპარტნიორი“ ეთერშია ყოველი სამუშაო დღის 18:30 საათზე. ამასთან, პროექტი რუბრიკის სახით წარმოდგენილია საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემა „ახალ დღეშიც“. ამასთან, „ბიზნესპარტნიორი“ ყოველდღიური და ყოველკვირეული რუბრიკებით ეთერშია საქართველოს რადიოს ეთერშიც. ფუნქციონირებს ბიზნესპარტნიორის კლუბი და უკვე 13 აპრილიდან ეთერშია კიდევ ერთი ახალი გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“. „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ ეთერშია ყოველ ორშაბათს 23:00 საათზე.

ერთი წლის განმავლობაში ბიზნესპარტნიორი იყო მსხვილი ბიზნეს და ეკონომიკური ღონისძიების მედიაპარტნიორი და ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ბიზინესგადაცემამ.

ბიზნესპარტნიორი