ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და „ევროპულ ბიზნესასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და „ევროპულ ბიზნესასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და „ევროპულ ბიზნესასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და „ევროპული ბიზნესასოციაციის“ თავმჯდომარემ, ჯონ ბრაიკეველდტმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნესგარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას.
დღესვე, ირაკლი ლექვინაძე „ევროპული ბიზნესასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობა გააცნო.  შეხვედრაზე ბიზნესგარემოს მიმართულებით არსებულ საკითხებზე ისაუბრეს და იმ მექანიზმებზე იმსჯელეს, რომელითაც საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენი კომპანიებს მხარს დაუჭერს.