ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2019-2020 წლების ეროვნულ ანტიკორფციულ სამოქმედო გეგმაში ერთვება
ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2019-2020 წლების ეროვნულ ანტიკორფციულ სამოქმედო გეგმაში ერთვება

საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც პირველად ერთვება ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ეროვნული ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, კერძო სეტორში ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელებასა და ბიზნესში კეთილსინდისიერების ამაღლების მიმართულებით იმუშავებს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს დაგეგმილი აქვს კონკრეტული პროექტები. მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასება, არსებულის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენა, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მხარდაჭერა, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო საკონსულტაციო მექანიზმის დანერგვა, ბიზნესებისთვის ტრენინგ მოდულის შემუშავება, ბიზნესის წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება კოლეგა ინსტიტუტებთან, ბიზნესის მხარდამჭერ საერთაშორისო გაერთიანებებთან კომუნიკაცია და მათ საქმიანობაში ჩართულობა, ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და მედია პლატფორმების გამოყენება ბიზნესისთვის ცნობიერების ამაღლების და მათთვის მწვავე საკითხების განხილვის მიზნით.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ პროექტების განხორციელება დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება. 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია 16 პრიორიტეტს მოიცავს.  მნიშვნელოვანი მიმართულებებია –  საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო-საგადასახდო სისტემა. ასევე, მართლმსაჯულებაში გამჭვირვალეობისა და შეფასების კრიტერიუმები. ამას გარდა, მნიშვნელოვანი მიმართულებებია,სპორტი, ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი და პოლიტიკური კორუფცია.  ეროვნულ ანტიკორფციულ სამოქმედო გეგმა ემსახურება არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციისგან თავისუფალი გარემოსა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.

რიგით მე-5 ეროვნული ანტიკორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ფარავს 2021 წლამდე პერიოდს და 16 პრიორიტეტი და მიმართულება, რომელიც ამ სტრატეგიაშია გაწერილი, შესაბამისი ინდიკატორებით გაზომვადი იქნება 2020 წლის ბოლოსთვის.