ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.
მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ უცნობია.