ბიზნესცენტრი „მოზაიკა“ მზადაა, მის შენობაში დაშავებული ბავშვის მკურნალობის ხარჯები დაფაროს
სრულ პასუხისმგებლობას იღებს. ბიზნესცენტრში 7 წლის ბავშვის კიბიდან გადავარდნასთან დაკავშირებით, „მოზაიკას“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
“დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბიზნეს ცენტრი “მოზაიკას” ტერიტორიაზე არსებულ საკონცერტო დარბაზში მოხდა ინციდენტი კერძოდ მესამე სართულზე არსებულ დარბაზის მოსაცდელში დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან მოხდა არასრულწლოვნის ჩავარდნა მეორე სართულზე ჩამავალ კიბეებზე, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადადტანა. მოაჯირის ქვეშ გამოთავისუფლდა ადგილი, რა დროსაც ბავშვი მიეყრდნო მოაჯირს და ჩავარდა დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან, საბედნიეროდ ბავშვი კარგად არის. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს უზრუნველყოს ნიკოლოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანაირი ხარჯის დაფარვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.