ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მომხრეა 50,46%, ხოლო 49,54% - წინააღმდეგი
ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მომხრეა 50,46%, ხოლო 49,54% - წინააღმდეგი

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის ყველა ბიულეტენი დაითვალა.

ქვეყნის ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რეფერენდუმზე, სადაც მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ – ამომრჩეველთა 50,46%-მა უპასუხა დიახ, წინააღმდეგი კი 49,54% იყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილი ალექსანდრე სტოიანოგლო გავიდნენ. მაია სანდუმ ხმათა – 42,45%, ხოლო სტოიანოგლომ 25,98% დააგროვა.