ბიტკოინის ფასი დაეცა - ინვესტორები კრიპტოვალუტის ცუდ დასასრულზე საუბრობენ
ბოლო თვეების განმავლობაში, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. საიტ CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის დღევანდელი ფასი 9,958$-ია. 5 კვირის წინ კი, კრიპტოვალუტის საფასური 19,800$-ს შეადგენდა.
სხვა კრიპტოვალუტებიც: ეთერიუმი, რიპლი და ლაითკოინიც იგივე ტენდეციით ხასიათდება.
როგორც BBC წერს, ბაზარზე არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ კრიპტოვალუტის კურსის უეცარი ცვლილება ტენდეციად ჩამოყალიბდა. ხშირად ამის მიზეზი ის ადამიანები არიან, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ, თუმცა ბაზრის სტანდარტები არ იციან.
საუბარია ასევე იმაზე, რომ კრიპტოვალუტის კურსის უეცარ ვარდნას ხშირად ბაზარზე ვაჭრობის შეზღუდვა იწვევს.
სამხრეთ კორეა მსოფლიოს ცვლილებების შემუშავებას სთავაზობს.
“მთავრობის პოზიციაა, რომ კრიპტოვალუტას გარკვეული რეგულაცია სჭირდება, რადგან ვალუტის კურსი ხშირად სპეკულაციის საგანი ხდება”, – განაცხადა სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა კიმ დონ იონმა.
მისი აზრით, ვირტუალური ვალუტის გათიშვა ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ახლა მთავრობას აქვს.
ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, სააგენტო Bloomberg იტყობინებოდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება ადგილობრივ ბაზარზე, კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებზე შეზღუდვას გეგმავს.
Bitconnect-ის ინვესტორებმა განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ პლატფორმის გაუქმებას აპირებენ.
გასულ ოთხშაბათს, გავლენიანმა ინვესტორმა უერენ ბაფეტმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას ცუდი დასასრული ექნება.
“კრიპტოვალუტების თვალსაზრისით, შემიძლია თითქმის დარწმუნებით განვაცხადო, რომ ის ცუდი დასასრულისაკენ მიდის”, – განაცხადა უერენ ბაფეტმა.