ციფრული ვალუტა ბიტკოინის ფასი, რომელიც მიმდინარე თვეში 40 პროცენტით გაიზარადა, დღეს ჰონგ კონგში 21 პროცენტით გაუფასურდა.
ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 12 191 დოლარი შეადგინა.
ბიტკოინის ფასმა პიკს – 19 511 დოლარს გასულ უქმეებზე მიაღწია და მას შემდეგ მიმდინარე კვირაში საერთო ჯამში, 38 პროცენტით დაეცა, თუმცა ასეთი მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ბიტკოინის ფასი წლის მანძილზე 1 100%-iT არის გაზრდილი.
ბიტკოინის კვალდაკვალ, ვარდნა სხვა კრიპტოვალუტებმაც განიცადეს. მაგალითად, 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 26 პროცენტით დაეცა.
ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული ვარდნა კრიპტოვალუტის ფასისთვის გამოცდაა.
კრიპტოვალუტაზე ბოლო დროს მოთხოვნა ფაქტობრივად ისტერიულად გაიზარდა და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ბუმი სპეკულატიურია.
თუმცა კრიპტოვალუტას მიმდევრები სკეპტიკურად განწყობილ კონსერვატულ ინსტიტუტებს შორისაც გამოუჩნდა.
ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ჯგუფი „გოლდმან საქსი“ მომავალი წლისთვის ციფრული ვალუტით ვაჭრობის პლატფორმის შექმნას გეგმავს.